09 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
უკრაინაში პრორუსმა მებრძოლებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გასული დღე-ღამის განმავლობაში 32-ჯერ დაარღვიეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში პრორუსმა მებრძოლებმა 32-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

ანტიტერორისტული ოპერაციის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროების პოზიციებს იმ იარაღით უტევდნენ, რომელიც, მინსკის შეთანხმებების მიხედვით, შეხების ზონიდან გაყვანილი უნდა იყოს.

საპასუხო ცეცხლის შედეგად, სამთავრობო ძალებმა სეპარატისტების ერთი ტანკი გაანადგურეს.

პრორუსი მებრძოლები დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ. უკრაინული მხარის მტკიცებით, სროლის შედეგად დაიჭრა 7 უკრაინელი სამხედრო.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან 2015 წლის 1 თებერვლის ჩათვლით, ომში სულ 1750 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. 

დღის ამბები