09 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
სინგაპურის პირველი პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა.

სინგაპურში არ წყდება ხალხის ნაკადი საავადმყოფოსთან, სადაც ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა. 91 წლის ლი კუან იუ პნევმონიით საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამშობლოში მას ”სინგაპურის ერის მამას” უწოდებდნენ. ლი კუან იუ სინგაპურს სათავეში 1959 წელს ჩაუდგა, როდესაც კუნძულმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ის ქვეყანას 31 წლის განმავლობაში მართავდა.

ბრიტანეთის კოლონიამ ეკონომიკურ კეთილდღეობას სწორედ ლი კუან იუს რეფორმების წყალობით მიაღწია, თუმცა უფლებადამცველები მას ხშირად აკრიტიკებდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო.

დღის ამბები