შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგმა, საქართველოში უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას დაეთმო.
გიორგი გახარიამ ერიკ ჰოგთან შეხვედრისას საოკუპაციო ხაზზე პოლიციის შესაბამისი დანაყოფების ფუნქციონირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის და ე.წ ცხელი ხაზის ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.