19 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
უხარისხო საკვები ბაღებში - "ენმ" „ნილთან“ კონტრაქტის გაწყვეტას საკრებულოს სხდომაზე მოითხოვს

კომპანია „ნილთან“ კონტრაქტის გაწყვეტას „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ მოითხოვს. სხდომა ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.

ანალოგიური წინადადებით ოპოზიციამ მერიას უკვე მიმართა, სადაც განმარტეს, რომ აუდიტის დასკვნა, რის საფუძველზეც ოპოზიცია ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს, მხოლოდ კომპანიის დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ბაღებისთვის დაბალხარისხიანი პროდუქტის მიწოდების გამო კომპანიას 30 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ოპოზიცია სარჩელის შეტანას პროკურატურაში გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები