„ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციების პირველი რაუნდი დასრულებულია - როგორც უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება.
ქუცნაშვილის განცხადებით, სხდომაზე რომელიმე დეპუტატი გარიცხვის საკითხი არ დამდგარა. გარდა ამისა, ქუცნაშვილი ამბობს,რომ განსხვავებული აზრი მხოლოდ ეკა ბესელიას არ აქვს.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყველას აზრს ისმენდა და ცდილობდა გამაერთიანებლის როლი შეესრულებინა.
„ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი, ამიტომ ნუ მივაკუთნებთ ამ თემას ეკა ბესელიას. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის არ დაზოგავს დროსა და ენერგიას, რომ საზოგადობასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება, ის იქცეოდა დღეს როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, რომელიც ცდილობდა მოესმინა ყველასთვის ვინც საკუთარ აზრს გამოთქვამდა,“-ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.
მისივე განცხადებით, შეხვედრაზე მხოლოდ "მოსამართლეების გამწესების საკითხი განიხილეს. ქუცნაშვილის თქმით, დისკუსიისას განიხილეს თუ რა წესების და კრიტერიუმებს უნდა დაეფუძნოს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა.
"ქართულ ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა გაფართოებული სხდომა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა.