19 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
ის, რა თქმა უნდა, თავის ჩანართებს აკეთებდა - ლევან გოგიჩაიშვილი ივანიშვილზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი აფასებს.

დეპუტატის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზე იმსჯელეს, მათ შორის უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ კადრებთან დაკავშირებით.

გოგიჩაიშვილის განცხადებით, დღეს დეპუტატების ნაწილმა ვერ შეძლო პოზიციის დაფიქსირება, რის გამოც, შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება.

დეპუტატის თქმით, დღეს განმარტეს, თუ რატომ იყო მოსამართლეთა 10-კაციანი სია კატეგორიულად მიუღებელი. გოგიჩაიშვილის განმარტებით, შეხვედრის დროს ე.წ. ამბოხებულმა დეპუტატებმა სცადეს კოლეგების დარწმუნება იმ პოზიციის სისწორეში, რაც მათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით აქვთ.

„დღეს არის პოლიტიკური პროცესი, კრიტერიუმები ეს არის იურდიიული მიმართულება, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ,“ - ამბობს გოგიჩაიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი მედიატორის როლს ასრულებდა და ასევე, აფიქსირებდა თავის პოზიციას.

"ის, რა თქმა უნდა, თავის ჩანართებს აკეთებდა,"- აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები