16 სექტემბერი 2024,   23:14
ვრცლად
ვანის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა 

მკვლელობა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში - 59 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა მოკლულის შვილი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

არსენა კახიანის ცხედარი ვანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით იპოვეს. ცხედარს სხეულზე დაზიანებები აქვს. კახიანის გარდაცვალების მიზეზად საკუთარ შვილთან კონფლიქტი სახელდება, რის შედეგადაც მამაკაცი შეუძლოდ გახდა. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

დღის ამბები