16 სექტემბერი 2024,   22:58
ვრცლად
არავინ ამ თემას არ შეხებია, ერთადერთი, რომელიც ამ თემაზე ხუმრობდა მე ვიყავი - ბესელია პარტიიდან გარიცხავზე 

საპარლამენტო უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის გუშინ გამართულ შეხვედრაზე, ე.წ. ამბოხებული დეპუტატების პარტიიდან გარიცხვის საკითხი არ განხილულა- ამის შესახებ განცხადება, დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე, დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა.

მისი თქმით, ამ საკითხს, ამ ფორმით არავინ შეხებია მის გარდა. ბესელია ამბობს, რომ მმართველი გუნდის გაფართოებულ შეხვედრაზე ის ერთადერთი იყო, ვინც გარიცხვის თემაზე „ხუმრობდა“.  ბესელიას განცხადებით, გუშინ იყო შესაძლებლობა იმის, რომ ყველას საკუთარი პოზიცია გასაგებად და მკაფიოდ დაეფიქსირებინა.

„გუშინ არავინ ამ თემას არ შეხებია, ერთადერთი, რომელიც ამ თემაზე ხუმრობდა მე ვიყავი. სხვა არავის არ მიუცია თავისთვის უფლება, რომ ასეთი ფორმით ველაპარაკოთ ერთმანეთს. მე მქონდა ბევრი დრო იმისთვის, რომ მეთქვა რაც უნდა მეთქვა. ღიად შიგნით, გარეთ მე ძალიან ვცდილობ, რომ მოზომილი, გაფილტრული, მაგრამ გულწრფელი კომენტარები ვაკეთო. რასაც ვამბობ მე არასდროს ვიტყუები. შეიძლება ყველაფერს ვერ ვამბობ, რადგან არსებობს სახელმწიფო ინტერესი და ეს არ უნდა დააზარალოს საჯარო პირმა. ამიტომ შიგნით გაცილებით უფრო მეტის შესაძლებლობა იყო, რომ მეთქვა ის, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები