16 სექტემბერი 2024,   23:16
ვრცლად
ივანიშვილმა საქართველო გადააქცია გეოპოლიტიკურ სოფლად - შოთა მალაშხია 

გაერთიანებულ ოპოზიციაში ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ. 

"ქრისტიან-კონსერვატიული" პარტიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია საქართველოსთვის ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მნიშვნელობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ვენესუელა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც  საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა. 

გაერთიანებულ ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ  სახელმწიფო სტრუქტურები რუსულ პოლიტიკას ატარებენ და დღემდე ომის დაწყებაში ბრალს საქართველოს სდებენ. 

„არც პარლამენტის და არც ხელისუფლების სტრუქტურები ამ მიმართულებით არანაირ მუშაობას არ ატარებენ. ვერავინ ვერ გაიხსენებს ვერც ერთ დოკუმენტს, რომელიც შეიქმნა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიაში. როდესაც არის ასეთი გეოპოლიტიკური სიტუაცია, როდესაც რუსეთის გავლენის სფეროდან გამოდიან სხვადასხვა სახელმწიფოები რეალური საფუძველი იქმნება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ საქართველოს პრობლემები შევახსენოთ საერთაშორისო  დონეზე. ერთადერთი დაპირება, რომელიც შეასრულა ივანიშვილმა, ეს არის რომ საქართველო გადააქცია გეოპოლიტიკურ სოფლად,“ - აცხადებს მალაშხია.

 

დღის ამბები