16 სექტემბერი 2024,   23:05
ვრცლად
ეს ადამიანები ახალი უზენაესი სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად არიან შეუფერებლები - ლევან გოგიჩაიშვილი

„ეს ადამიანები ახალი უზენაესი სასამართლოსთვის უვადოდ გასამწესებლად არიან შეუფერებლები,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა მოსამართლეთა ე.წ. შავი სიის შეფასებისას გააკეთა.

ლევან გოგიჩაიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი 10-კაციანი სია. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ მოსამართლეთა უმეტესობა წინა ხელისუფლების პირობებშიც იყვნენ სასამართლოში.

„ადამიანები, რომლებიც ემსახურნენ სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმს, ნებისმიერ პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა იყვნენ იმ სისტემაში, მოსწონდათ, ხელფასს იღებდნენ, არ აპროტესტებდნენ, ეს ადამიანები ახალი უზენაესი სასამართლოსთვის უვადოდ გასამწესებლად არიან შეუფერებლები, ეს პრინციპი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ასევე, საკითხი იყო უვადოდ მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო გააჩერებს ამ პროცესს 2024 წლამდე,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ამ წუთებში როსტომ მეფის სასახლეში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. უკვე მეორე დღეა, „ქართული ოცნების“ დაპირისპირებული მხარეები მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობენ.

უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი და შეინარჩუნებს თუ არა "ქართული ოცნება" ერთობას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები