16 სექტემბერი 2024,   23:03
ვრცლად
ჯეკ შეპარდს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

ბრიტანეთის მოქალაქეს ჯეკ შეპარდს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

„ჯეკ სებასტიან შეპარდს შეეფარდოს საექსტრადაციო პატიმრობა სამი თვის ვადით და შესახლებული იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში,“ - აღნიშნა მოსამართლემ.

შეპარდი, რომლსაც ინტერპოლი ეძებდა საქართველოს პოლიციას 2 დღის წინ ჩაბარდა.

მოსამართლეს ჯეკ შეპარდმა მიმართა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მან ჩაბარების გადაწყვეტილება მიიღო. 

„ჩემი გადაწყვეტილება გამოწვეული იყო ჩემი დიდი სინანულით. დღე არ გავა, რომ არ ვიფიქრო შარლოტის დაღუპვაზე და რა გავლენა მოახდინა ამან მის ოჯახზე. უბედური შემთხვევის შემდეგ მქონდა სუიციდური, დეპრესიული განწყობა და ამიტომ, არ შემეძლო ამის შესახებ საუბარი. ვწუხვარ, რომ ვერ მივიღე მონაწილეობა სასამართლო პროცესებში. ვისურვებდი, შარლოტის ოჯახთან დაკავშირებას, რომ ამეხსნა მათთვის და მეთქვა, რამდენად დიდი ტკივილი და ტანჯვა მივაყენე, რისთვისაც ძალიან ვწუხვარ, ამიტომაც ჩავბარდი, რომ დასასრულისკენ წამეყვანა ეს საზარელი ისტორია და მისი ისტორია,“ - განაცხადა შეპარდმა.

წითელი ცირკულარით ძებნილი ქართველ სამართალდამცველებზე ადრე, "კურიერმა" იპოვა. მკვლელობაში ბრალდებული ბოლო 10 თვის განმავლობაში თბილისში თავისუფლად გადაადგილდებოდა, თუმცა სკოტლანდ იარდის არაერთი მიმართვის მიუხედავად, ძალოვანებმა მისი პოვნა და დაკავება ვერ შეძლეს. 

შეპარდის ბრიტანულმა სასამართლომ დაუსწრებლად 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება უბედურ შემთხვევას, როდესაც კატერით სეირნობის დროს, რომელიც ამობრუნდა შეპარდის შეყვარებული გარდაიცვალა. ბრიტანული სკოტლანდ იარდის მიერ გავრცელებული ვერსიით, ის კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები