16 სექტემბერი 2024,   23:02
ვრცლად
ბევრი ჩვენი მეზობელი ქვეყანა გვთხოვს, დავეხმაროთ რეფორმების განხორციელებაში - ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტი შეაჯამა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შეხვედრები ბიზნეს და პოლიტიკურ ლიდერებთან გაიმართა. ​ასევე, მისი განმარტებით, მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. 

მამუკა ბახტაძის შეფასებით, დავოსში კიდევ ერთხელ აღინიშნა ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აქვს

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი ჩვენი მეზობელი ქვეყანა გვთხოვს, დავეხმაროთ იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც საქართველოში უკვე შედგა. ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები იმ ინვესტორებთან, რომლებიც გეგმავენ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას. სასიხარულოა, რომ, ფაქტობრივად, ყველა სექტორში არსებობს დაინტერესება, დაწყებული სამომხმარებლო პროდუქციით, დამთავრებული ენერგეტიკით,“ - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები