08 მაისი 2024,   09:05
ვრცლად
"ესკობრატების" სქემა - თბილისში ნარკოტიკებს სოციალური ქსელით ასაღებდნენ

"ესკობრატების" სქემა - ნარკორეალიზატორების დაჯგუფება თბილისში ნარკოტიკებს სოციალური ქსელით ასაღებდა. 

ანდრო კასპაროვმა და ალექსანდრე ბაიახჩიანმა "ესკობრატები" დაირქვეს და ნარკოტიკებს ამ სახელით ყიდდნენ. ისინი აკრძალულ ნივთიერებებს თბილისში დიდი ხნის განმავლობაში ასაღებდნენ.

"ესკობრატები" 5 კაციან დაჯგუფებას მართავდნენ და ნარკოტიკს მათი დახმარებით ინტერნეტის საშუალებით ყიდდნენ.

პოლიციელებმა გამსაღებლები სწორედ ამ ქსელის გაშიფვრის შემდეგ დააკავეს. კასპაროვისა და ბაიახჩიანის ადვოკატებმა „კურიერთან“ საუბარი არ ისურვეს და არც იმას ამბობენ, აღიარებენ თუ არა დაკავებულები ბრალს.

"ესკობრატების" ჯგუფის წევრი იყო 32 წლის ქალიც, რომლის ფუნქცია წინასწარ შერჩეულ ადგილზე დადებული ნარკოტიკის გასაღება იყო. მისი უფლებადამცველის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კასპაროვისა და ბაიახჩიანის მიერ მიცემული ჩვენებების საფუძველზე დააკავეს. ბრალდებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

ჯგუფის წევრი ქალის მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილზე აკრძალული ნივთიერების დადება 18 წლის ახალგაზრდების მოვალეობაში შედიოდა. თბილისში ქურდიანის 2 ნომერში მდებარე სკვერიდან სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკები ამოიღეს. 100 გრამ ჰაშიშს, ე.წ ბიოსა და ნარკოტიკულ საშუალება ”ალფა პვპ-ს" კი დაკავებულები სახლებში ინახავდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხუთივეს 20 წლით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ტელეფონითა და ინტერნეტით ნარკოტიკების გაყიდვის თემაზე "კურიერმა" რამდენიმე სიუჟეტი მოამზადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამის შემდეგ რამდენიმე პირი დააკავა, თუმცა ნარკოტიკების გასაღების ამ სქემაში ჩართული პირების ბოლომდე გამოვლენა მაინც ვერ მოხერხდა.

დღის ამბები