20 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
ეს არის პოლიტიკური უმცირესობის პროტესტი... საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კარგად აცნობიერებს ამ კანონის რეალურ მიზანს - ეკა სეფაშვილი

"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე აქციებს პოლიტიკური უმცირესობის პროტესტად აფასებს და მას კონკრეტული ჯგუფების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად მოიხსენიებს. მისივე მტკიცებით, პროტესტის მიზანი რევოლუციაა.

"რეგიონებში მცირერიცხოვანი ჯგუფების პროტესტი არის პოლიტიკური უმცირესობის პროტესტი, რასაც უპირისპირდება საქართველოს სრული უმრავლესობა. მცირერიცხოვანი აქციები ხმარდება იმას, რომ ვითომდა აჩვენონ მცირერიცხოვანი ჯგუფების პროტესტის მასშტაბურობა, თუმცა მათი ეს მიზანი მიუღწეველი რჩება. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კარგად აცნობიერებს ამ კანონის რეალურ მიზანს და ამ პროტესტის უკან მდგარი რადიკალური ოპოზიციის რეალურ მიზანს - ეს არის რევოლუციის მოწყობა,"- აცხადებს ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები