19 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციას მესამე სექტორი გამოეხმაურა

მესამე სექტორის წევრები მოსამართლეთა კონფერენციას და საგანგებო განცხადებასაც გამოეხმაურნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მოსამართლეებმა ზეწოლად არ უნდა აღიქვან სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბარი და დასაბუთებული კრიტიკა.

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია გუშინ გაიმართა. შეხვედრაზე მოსამართლეთა კორპუსის დისკრედიტაციაზე ისაუბრეს. მოსამართლეები სიტყვით გამოსვლის დროს ამტკიცებდნენ, რომ რეალურად არანაირი კლანური მმართველობა სასამართლოში არ არის.

მოსამართლეებისგან განსხვავებული პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია თოდუამ.

მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მათი საუბარი შეახსენა და აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა, დისკუსიის შემდეგ წარედგინათ პარლამენტში სია.

სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის შემდეგ მოსამართლეებმა განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების მიმართ ბოლო პერიოდში მიზანმიმართულად ხორციელდება არაჯანსაღი პროცესები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა კი მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია "კომუნისტური პარტიის ყრილობად" შეაფასა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები