09 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
ბორის ნემცოვს მისი საქმიანობის მოწინააღმდეგეები შეურაცხმყოფელ წერილებს სწერდნენ

რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიება ახალ ფაზაში შევიდა. საგამოძიებო კომიტეტმა ლინგვისტური ანალიზი ჩაატარა. შემოწმდა ოპოზიციის ლიდერის ელექტრონული ფოსტა, იმის დასადგენად, ემუქრებოდნენ თუ არა მას.

მსგავსი შინაარსის წერილები აღმოჩენილი არ არის, თუმცა, როგორც გაირკვა, ნემცოვის საქმიანობის მოწინააღმდეგეები მას შეურაცხმყოფელ წერილებს სწერდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, ნაპოვნია, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი პირების მიერ მიწერილი, ასევე ანონიმური ავტორების წერილებიც.

ამ დროისთვის ბორის ნემცოვის საქმეზე 5 ჩეჩენია დაკავებული. გავრცელებული ვერსიით, მკვლელობის მოტივი იყო რუსი ოპოზიციონერის კომენტარები მუსლიმანურ რელიგიასთან დაკავშირებით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები