09 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
აშშ-ის კონგრესმა უკრაინის იარაღით მომარაგების შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო

348 ხმა 48-ის წინააღმდეგ - შეერთებული შტატების კონგრესმა უკრიანის იარაღით მომარაგების შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო. ამერიკელი კანონმდებლები მიმართავენ ბარაკ ობამას, ისარგებლოს კონგრესის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით და თავდაცვითი იარაღით მოამარაგოს უკრაინა, რათა ქვეყანამ აღმოსავლეთი ტერიტორიები დაიცვას.

შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ევროპა ისევ თავს იკავებს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევისგან. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური საშუალებების მაქსიმალურად გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, უკრაინის კრიზისი შეუძლებელია მოგვარდეს სამხედრო გზით.

„ერთობლივად უნდა ვცადოთ დიპლომატიური გამოსავლის მოძებნა. მინსკის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ძალადობის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვინდა ცეცხლის სრული შეწყვეტა და ეუთოს დამკვირვებლებისთვის მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა,” - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. 

დღის ამბები