უკრაინის კრიზისის მოგვარება იყო განხილვის მთავარი თემა კანადის დედაქალაქში, სადაც ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალურ მდივანი იმყოფება. იენს სტოლტენბერგმა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება და რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხე კანადის პრემიერ-მინისტრთან დახურულ კარს მიღმა განიხილა.
ამავე თემაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა კანადის თავდაცვის მინისტრთან და საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელთანაც ილაპარაკა, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ კომენტარები არ გაკეთებულა.