09 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
პენტაგონმა ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

პენტაგონმა ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. საუბარია კონტინენტთაშორისი ტიპის რაკეტაზე - "მინათმენ სამზე." რაკეტა კალიფორნიაში მდებარე ვანდერბერგის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან გაუშვეს.

სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, ექსპერიმენტი ამ კლასის რაკეტების მოდიფიკაციის მიზნით დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში შედგა და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

დღის ამბები