19 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
შალვა თადუმაძე დიპლომს მალავს - ეკა გიგაური მთავარ პროკურორს სასამართლოში უჩივის

საქართველოს მთავრი პროკურორი დიპლომს მალავს. უკვე რამდენიმე თვეა გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია მთავარ პროკურატურას შალვა თადუმაძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაჯაროებას სთხოვს, რაზეც პროკურატურაში უარს ამბობენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო" იძულებული გახდა თადუმაძისთვის სასამართლოში ეჩივლა. დავა პროკურორის დიპლომის გამო უკვე ახალ ფაზაში გადადის. დამალული დიპლომი კი აჩენს ეჭვს, რომ შალვა თადუმაძეს იურიდიული განათლება არ აქვს.

„6 თვის განმავლობაში ჩვენ ვერ მოვახერხეთ ვერც მთავრობის კანცელარიიდან, ვერც იუსტიციის სამინისტროდან და ვერც პროკურატურიდან ამ ინფორმაციის მიღება. ეს მართლაც წარმოუდგენელი რამ არის რადგან ქვეყანას აქვს გაკეთებული  განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველობა არის გამჭირვალე და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება საჯარო უწყებებიდან არის შესაძლებელი და დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია 6 თვის განმავლობაში ცდილობს, რომ მოიპოვოს მთავრი პროკურორის დიპლომი. იმის გამო, რომ არც არც იუსტიციის სამინისტრომ, არც მთავრობის კანცელარიამ და არც პროკურატურამ ჩვენ არ მოგვაწოდა დიპლომის ასლი ჩვენ ვიჩივლეთ სამინისტროში და უკვე ახლა სასამართლოს წესით ვცდილობთ, რომ ეს  ინფორმაცია მოვიპოვოთ,“-განაცხადა ეკა გიგაურმა. 

დღის ამბები