მოსკოვის მორიგი პროვოკაცია - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის განცხადებებს, რომ ყაზბეგი საქართველოს ნაწილი აღარ იქნება, ქართველი პოლიტიკოსები პასუხობენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერისა და გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, რუსეთის ეს პროვოკაციული განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა.
გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ პუტინი და საოკუპაციო რეჟიმი ისევეა განწირული, როგორც ვენესუელას პრორუსული განწყობის მქონე უკვე ყოფილი პრეზიდენტი მადურო, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
„სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, არ არის გასაოცარი და არც ახალია არაფერი, რომ ვინმე მედოევი და მისი რუსი ბატონ-პატრონები განცხადებებს აკეთებენ და საქართველოს კიდევ დამატებით ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებენ, გასაგებია, რომ ძალიან ანერვიულებულები არიან მოსკოვში იმიტომ რომ კიდევ ერტი მათი მოკავშირე ვენესუელაში მადურო განწირული არის იმიტომ რომ დაუპირისპირდა ცივილიზებულ სამყაროს, სწორედ ისე არის დაპირისპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და კრემლი ცივილიზებულ სამყაროს და რაც შეეხება ვინმე მედოევს, ყაზბეგი როგორც იყო ქართული ათასწლობით, ისე დარჩება,“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
გერმანულ გაზეთთან, „Neues Deutschland“-თან ინტერვიუში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიები: თრუსოს, კობისა და გუდოს ხეობები ე.წ. "აღმოსავლეთ ოსეთს ეკუთვნის და ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები ოს ხალხს დაუბრუნდება."