"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას" - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი დიმიტრი მედოევის პროვოკაციულ განცხადებას.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ინიციტივით გამოდის, რომ თრუსოსა და კობის ხეობა, " ე.წ. "აღმოსავლეთ ოსეთს" შეუერთდეს. განცხადება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ გაზეთთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ეს გამოიხატება ჟენევის დისკუსიებში ჩართულობით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგით.
„ევროკავშირის პოზიცია ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ნათელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ეხება ჩვენს პოზიციას ყველა გარემოებაში და გავაგრძელებთ მის დაცვას ჩვენი ჩართულობით ჟენევის დისკუსიებში და მონიტორინგით, რომელსაც ჩვენი მისია ახორციელებს,” - განაცხადა კარლ ჰარცელმა.