ეს არის რა თქმა უნდა სრულად მიუღებელი - ასეთია მაია ცქიტიშვილის შეფასება ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. ინფრასტრუქტურის მინისტრო ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მას ყველა მხარე უნდა დაელოდოს.
„ძველ ჩანაწერებთან დაკავშირებით 8 პირი არის პასუხისგებაში მიცემული. არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არის დაწყებული და დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება ამ საკითხსაც მათშორის. მე როგორც პოლიტიკური, ასევე ადამიანური შეფასებაც გავაკეთე, რომ ეს არის რა თქმა უნდა სრულად მიუღებელი, როგორც მთლიანობაში სტანდარტი და საერთოდ ფორმა ურთიერთობის,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ზაზა გაბუნიას კი ეჭვი ეპარება, რომ ეს კადრები საერთოდ არსებობს. მის თქმით ის არავის უნახავს.
„შორს მიმავალი დასკვნები ამასთან დაკავშირებით რომ ეს არის ბრძოლის ხერხი ან ინსტრუმენტი ვინმეს ხელში ბუნებრივია მე ასე ამ საკითხს არ განვიხილავ, მაგრამ თავისთავად ის, რომ ჩნდება სოციალურ ქსელში ან ჩნდება თუ არა ესეც დასადასტურებელია, იმიტომ რომ საუბარი მიდის დღეების განმავლობაში თუმცა ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელმაც ეს ნახა. არ გვინახავს ეს ვიდეო, თუმცა თავისთავად ის რომ ამაზე დისკუსია მიმდინარეობს, ვიღაცის ტვინში გაჩნდა აზრი, რომ ეს შეიძლება იყოს მადისკრიდიტირებელი პოლიტიკოსის ბუნებრივია ეს უპირობოდ იმსახურებს დაგმობას,“-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მომხდარს გმობს გია ჟორჟოლიანი. ის დამნაშავეები მკაცრად დასჯას მოითხოვს.
„თუ აქ რაიმე სიმართლის ნიშანწყალი მაინც არსებობს ცხადია რომ ეს აბსოლუტურად არანორმალურია და არამხოლოდ არანორმალური უკიდურესად აღმაშფოთებელია. სრულად ზედმიწევნით უნდა იქნას გამოძიებული და დასჯილი ის ხალხი თუ ასეთი რამ იქნა განხორციელებული,“-განაცხადა გოია ჟორჟოლიანმა.
გამოძიებას აუცილებლობაზე საუბრობს რომან კაკულია. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ამ ფაქტით დაზარალდა მთლიანად მმართველი გუნდი, ის არ გამორიცხავს რომ ამ ყველაფერის უკან იდგეს მესამე მხარე, რომელმაც ამ ნაბიჯით უფრო გაამწვავა შიდა დაპირისპირება.
„თუ ეს პროცესი არ შედგება და ეს გადავა ისევ რაღაც დაუსრულებელ გამოძიება მიმდინარეობს პროცესში საერთოდ ელფერი ეკარგება ქართუ პოლიტიკას მთლიანობაში. არავინ არ დაზარლდა ახლა ამ ფაქტის გამოქვეყნების შედეგად ისე როგორც თავად პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა ჩვენთაგანი და ამას გამოვრიცხავ რომ ეს ჩვენგან მოდის. მესამე მხარესაც არ გამოვრიცხავ რომელსაც საერთოდ შეიძლება ჩვენ არც ვფიქრობდეთ და ფაქტი დადგა, რომ ძალიან დაამძიმა ამ დაპირისპირების პროცესი შიგნით,“-განაცხადა რომან კაკულიამ.