ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება - მკვლელობიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ დეტალების გასაცნობად მოკლულის დედა, დოდო გუგეშაშვილი პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდა.
მხედრიონის ყოფილი ლიდერის თქმით, გაზრდილია გამოკითხულ მოწმეთა რაოდენობა. თადარიგის პოლკოვნიკი დარწმუნებულია, რომ შეიარაღებულ თავდასხმას, რომელსაც მისი ერთადერთი შვილის სიცოცხლე შეეწირა, დამკვეთი ჰყავდა და ქილერის სამიზნე თავად იყო.
„გამოკითხულთა წრე ფართოვდება და ადვილი შესაძლებელია, რომ სადღაც რაიმე ინფორმაციამ გაჟონოს. ცდილობს საგამოძიებო ჯგუფი მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია მკვლელის ვიზუალთან დაკავშირებით. იმედს ისევ მიტოვებს მათ მიერ ბევრი ინტენსიურად ჩატარებული სამუშაოები და დარწმუნებული ვარ შედეგამდე მივალთ,“- ამბობს დოდო გუგეშაშვილი.