CO-თი მოწამლული ექვსივე პირი საავადმყოფოდან გაწერეს - შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება.
ორმა მოზარდმა საავადმყოფო გუშინვე დატოვა, დანარჩენები კი სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს გაწერეს.
ერთი ოჯახის 6 წევრი ღამით, სავარაუდოდ წყლის გამაცხელებლიდან ნამწვის დაგროვების შედეგად მოიწამლა. ძლიერი ინტოქსიკაციის გამო ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
„მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს მიმღებში შემოყვანილი იქნა სამი პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, იყო CO-თი ინტოქსიკაცია, ჩაუტარდა პირველად დახმარება, რის შემდეგაც მდგომარეობა გაუმჯობესდა და გაეწერა ბინაზე“-ამბობს მიმღებ-გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმი, რეანიმატოლოგი ია დათუნაშვილი.
თემქაზე, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დღეს დაიწყება.