ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვის ინტოქსიკაციით 7 ადამიანი დაიღუპა ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. სპეციალისტებმა ბინაში წყლის გამაცხელებლის მილი მოხსნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მასში გაურკვეველი ნივთი იყო გაჭედილი. არ გამოირიცხება ის ჩიტის ბუდე იყოს, რამაც გაზის ნამწვი ვეღარ გაატარა.
ტრაგედიის მიზეზად წინასწარი ინფორმაციით, მილში ნამწვის დაგროვება სახელდება. მეზობლები დღეს კიდევ ერთხელ იხსენებენ ტრაგედიის ადგილზე ნანახ სურათს.
„შევედით სახლში და შვიდივე იყვნენ დახოცილები, გაზის ონკანები დაკეტილი იყო, ის პრარაბს დაეკეტა, რომელიც ადგილზე მივიდა,“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შვიდივე მამაკაცი თბილისში რეგიონებიდან იყვნენ ჩამოსული, ისინი თბილისში მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.
გარდაცვლილებს შორის არია მამა-შვილი, ასევე ძმები. ერთი გარდაცვლილი კი 19 წლისაა. ისინი უკვე გადაასვენეს გორში, ასპინძაში, რუსთავსა და ზესტაფონში.