საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. გამარჯვებულები უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლებმაც 87 კომპანიის 200-მდე ნიმუში გასინჯეს და შეაფასეს.
კონკურსში გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. კომპანიების გარდა, წელს პირველად, კონკურსის ფარგლებში საქართველოს დამსახურებული მეღვინეებიც დააჯილდოვეს.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო.