დეკანოზ გიორგი მამალაძეს აზიარებენ. ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირი ზიარებას, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მოღვაწე დეკანოზისგან, ნიკოლოზ გიგითაძისგან მიიღებს.
დეკანოზი ზიარებას რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვდა, რის გამოც მის ოჯახს საპატრიარქოსთან აქციების გამართვა მოუწია.
„მე მზად ვარ, რა თქმა უნდა, იმ განცხადების მიხედვით რაც გავრცელდა. თუ თვითონ სურვილი ექნება“-ამბობს დეკანოზი.
საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ პატრიარქი კურთხევას აძლევდა ნებისმიერ სასულიერო პირს ეზიარებინათ მამა გიორგი მამალაძე, თუ ამ გადაწყვეტილების სიმძიმესა და მასზე პასუხიმგებლობას ეს სასულიერო პირი საკუთარ თავზე აიღებდა.