ხმაური პროკურატურასთან - თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ რადიკალური პროტესტის ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც მისი შვილის მკვლელობის საქმის პროკურორებთან შეხვედრაზე უარი უთხრეს.
საგამოძიებო უწყებიდან შვილმოკლულ მამას შემოუთვალეს, რომ პროკურორები მასთან შეხვედრას მომავალ კვირას შეძლებდნენ. ზაზა სარალიძე გენერალური პროკურატურის ეზოში შეიჭრა, საიდანაც ის იძულებით გამოიყვანეს. ამის შემდეგ შვილმოკლულმა მამამ თვითდაზიანებები მიიყენა.
მალევე ზაზა სარალიძის ქმედებას პროკურატურის განცხადება მოჰყვა. უწყებაში მომხდარი აგრესიულ და შეურაცხმყოფელ ქმედებად შეაფასეს.
რამდენიმე საათიანი ხელჩართული ჩხუბის შემდეგ გენერალური პროკურორი ზაზა სარალიძეს შეხვდა. საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ზაზა სარალიძეს ეჭვი გაუჩნდა, რომ მთავარმა პროკურორმა ბოლო დორის ყველაზე რეზონანსული საქმის დეტალები არ იცის.
ზაზა სარალიძესა და მთავარ პროკურორს შორის მომდევნო შეხვედრა სამშაბათს ჩაინიშნა. შეხვედრას დაესწრებიან ის პროკურორებიც, რომლებიც ახლა სააპელაციო სასამართლოში ცდილობენ დაამტკიცონ, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და რომ დათუნა სარალიძის მკვლელი უკვე ციხეში ზის.