17 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
რეფორმა განათლების სისტემაში და გაუქმებული გამოცდები - საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს 

„ევროპული საქართველო“ განათლების შესახებ კანონში ცვლილების ინიციატივით გამოდის. საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც დღეს პარლამენტში დარეგისტრირდა წერია, რომ ზოგადი უნარების ტესტის ჩატარება აუცილებელი უნდა იყოს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ტესტი საშუალო განათლების ცოდნის საზომი და მისი გაუქმებით, უმაღლესს სასწავლებლებში კორუფცია და ნეპოტიზმი დაბრუნდება. სერგი კაპანაძის თქმით, კანონში ისიც უნდა გაიწეროს, რომ გრანტი სწორედ ამ ტესტის შედეგებით უნდა გადანაწილდეს.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივას უერთდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“. პარტიაში მიაჩნიათ, რომ განათლების სფეროში ამ დრომდე ბუნდოვანი რეფორმები ქვეყანას უკან წევს. ზოგადი უნარების ტესტის გაუქმებით, უნივერსიტეტებში კორუფციის რისკები იზრდება და აბიტურიენტები სოციალურად არათანაბარ მდგომარეობაში ხვდებიან. 

ზოგადი უნარების ტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ პროფესორები. ილიაუნიში ამბობენ, რომ ყველაზე დემოკრატიული გამოცდის გაუქმება არა განათლების მინისტრის, არამედ მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილების ეჭვს ბადებს.

ზოგადი უნარების საგამოცდო სიიდან ამოღების მთავრი მოტივი მმართველი გუნდისათვის რეპეტიტორების ინსტიტუტია. საპარლამენტო უმრავლესობა ტესტის გაუქმებით, უმაღლეს სასწავლებლების კორუფციის რისკებს ვერ ხედავს.

განათლების სისტემის რეფორმაზე, რომელიც საზოგადოებას განათლების მინისტრმა წარუდგინა, ზოგადი უნარების ტესტის გაუქმებაზე არაფერი თქმულა. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გეგმა სიტემის კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობს და მოიცავს სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას.  

განათლების რეფორმა, რომელიც საპარლამენტო კომისიაზე ამ დრომდე არ განხილულა, მმართველ გუნდის მსჯელობის საგანი რამდენიმე დღეში ბორჯომში, გასვლით სხდომაზე გახდება. 

დღის ამბები