პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის გ.ბ. საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ინფორმაციას მოკლული მამაკაცის ოჯახის წევრები ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეა.
გ.ბ. პოლონეთში დაახლოებით 10 დღის წინ ჩავიდა. მანამდე კი 2 წლის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა.
ამ დროისთვის მკვლელობის მოტივი უცნობია. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლონეთში საქართველოს საელჩო.
მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.