09 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
საფრანგეთში ჩამოვარდნილი გერმანული ლაინერის ერთ-ერთი შავი ყუთი ნაპოვნია

Airbus 320-ის ერთ-ერთი შავი ყუთი ნაპოვნია, რომლის გაშიფვრაც უკვე დაიწყეს.

საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ამჟამად ექსპერტები მუშაობენ კატასტროფის მიზეზის დასადგინად.

გარცელებული ინფორმაციით, მფრინავებს რაიმე პრობლემის შესახებ დისპეტჩერისთვის არ უცნობებიათ.

ავიაკომპანია ”ლუფთანზა,” რომელიც Germanwings-ის წილის მფლობელია, მიიჩნევს, რომ კატასტროფის მიზეზი უბედური შემთხვევაა და ყველა სხვა ვერსიას გამორიცხავს. მომხდარის შემდეგ Germanwings-ის რამდენიმე რეისი გადაიდო დიუსელდორფსა და შტუდგარტში.

გავრცელებული ინფორმაციით, გაფრენაზე უარი თავად მფრინავებმა თქვეს.

სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული ესპანეთსა და გერმანიაშიც. სწორედ ამ ორი ქვეყნიდან არის დაღუპულ მგზავრთა უმრავლესობა. შემთხვევის ადგილზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და გერმანიის ავიაუსაფრთოხების ექსპერტები გაემგზავრნენ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით ტრაგედიის დეტალები. მადლობელი ვართ ჩვენი ფრანგი მეგობრების, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ სამძებრო სამუშაოებში. ფრანგულ მხარესთან ავიაკატასტროფის პირველივე წუთებიდან მუდმივი კავშრი გვაქვს,” - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა აშშ-ის პრეზიდენტმაც.

„ეს ტრაგედია განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან მას ბავშვებიც შეეწირნენ. მე ტელეფონით ვესაუბრე გერმანიის კანცლერს და იმედი მაქვს მოვახერხებ ესპანეთის პრეზიდენტთან გასაუბრებასაც, რათა ამერიკელი ხალხის სახელით მივუსამძიმრო და შევთავაზო დახმარება გამოძიების პროცესში,” - განაცხადა ბარაკ ობამამ.

წუთიერი დუმილით დაიწყო სხდომა ევროპის პარლამენტშიც.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები