10 ოქტომბერი 2024,   11:40
ვრცლად
"შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა" - ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც ხელს 9 დეპუტატი აწერს

ეკა ბესელია პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვს. კანონპროექტს ხელს აწერს 9 დეპუტატი. მათ შორის არიან ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, ოთარ ჩრდილელი, დავით  ჭიჭინაძე.

ეკა ბესელია იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს მხარს დაუჭერს. 

„შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. პარალელურად დავიწყოთ ორგანულ კანონზე მუშაობა და სამართლებრივად მოწესრიგდეს ის ნორმები, რომლებიც ეხება მოსამართლეთა დანიშვნას. ამ ინიციატივას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ინიციატივას ჩვენს კოლეგებს ვთავაზობთ და იმედია რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს,“-განაცადა ეკა ბესელიამ.

სასამართლო სისტემას სჭირდება ახალი სისხლი-ასეთია ლევან გოგიჩაიშვილი პოზიცია. ის დარწმუნებულია, რომ ეს საკითხი პარლამენტში გავა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. 

 

დღის ამბები