21 დეკემბერი 2024,   18:22
ვრცლად
გამოცდას რომ აუქმებთ, ამით განათლების ხარისხი როგორ იზრდება, ეს უნდა აგვიხსნათ - ხოშტარია განათლების მინისტრს მიმართავს

„ეს რადიკალური გადაწყვეტილებები, რომელიც ასე უცებ დაგვეცა თავს ყველანაირი მსჯელობის გარეშე, რა კავშირში არის განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან?“ - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ელენე ხოშტარია განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს.

დეპუტატისთვის გაუგებარია, რა კავშირია გამოცდების გაუქმებასა და განათლების ხარისხის ზრდას შორის. ელენე ხოშტარიამ მინისტრს გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასა და ეროვნულ გამოცდებში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდა.

„ამას მე ჩასაფრებული და ირონიული იმით კი არ გეუბნებით, მართლა ლოგიკური ჯაჭვი მოსახლეობაშიც არ ჩანს. ამ გამოცდას რომ აუქმებთ, რომ სკოლა განათლებას არ აძლევს, ამით განათლების ხარისხი როგორ იზრდება და ეს ნამდვილად უნდა აგვიხსნათ და დაგვისაბუთოთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები