17 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ხვალ ხიდზე და მის მიმდებარედ მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ხვალ ხიდზე და მის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 10 თებერვალს, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, ხიდზე და მის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

"დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები