17 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე იტალიელი დიზაინერის - ფრანჩესკო რაგაცის, დებიუტი შედგა

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე იტალიელი დიზაინერის დებიუტი შედგა.

39 წლის ფრანჩესკო რაგაცი ახალი ბრენდის - პალმ ეინჯელსის, დამაარსებელია. მისი ხაზი ძირითად ყოველდღიურ სტილზეა ორიენტირებული.

მილანელი დიზაინერის ხედვა თანამედროვე კლასიკას, სუბკულტურას და სპორტულ სტილს აერიანებს.

2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში მამაკაცის და ქალის სამოსია წარმოდგენილი.

რაგაცის სამოსი დანარჩენი დიზაინერების ნამუშევრებისგან ელვაშესაკრავებით და დიდი ჯიბეებით გამოირჩევა.

კოლექციის ჩვენება კოლდვილის ქარხნის შენობაში გაიმართა, რომელიც დიზაინერმა საგანგებოდ გააფორმა და პოდიუმის გასწვრივ მიქელანჯელოს დავითის ქანდაკებების ასლები დადგა.

დღის ამბები