ხანძარი თბილისში - სოლომონ დოდაშვილის 26 ნომერში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როცა სახლში არავინ იმყოფებოდა. სამაშველო ჯგუფები ადგილზე მეზობლებმა გამოიძახეს, იყო ცეცხლის მეზობელ სახლებზე გავრცელების საშიშროებაც.
ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს.