17 სექტემბერი 2024,   04:02
ვრცლად
"შემართული ვართ და ზუსტად ვიცი, რომ ყველა ერთად სახლში წავალთ" - ქართველი ემიგრანტები მიხეილ სააკაშვილის ხუთ პუნქტიან გეგმას აფასებენ 

ბელგიაში, ლიეჟის კონგრესის შენობაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ხუთ პუნქტიანი გეგმა შეაფასეს.

ემიგრანტები მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიას მხარს უჭერენ და მისი დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნებას თავადაც გეგმავენ.

შეხვედრის მონაწილეები, ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობასა და ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ.

„ჩვენ ემიგრანტები შემართული ვართ და ზუსტად ვიცი, რომ ყველა ერთად სახლში წავალთ. ნამდვილად შევასრულებთ ამ გეგმას, ნამდვილად ვართ მიშას გამოძახილთან ახლოს და მართლაც არის შესრულებადი იმიტომ, რომ აქ ძნელი არაფერია,“-განაცხადა ქართველმა ემიგრანტმა კანადიდან ირმა ყიფშიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები