09 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ვაშინგტონი ირანთან ნებისმიერი შეთანხმების მიღწევას დადებით შედეგად მიიჩნევს

ვაშინგტონი ირანთან ნებისმიერი შეთანხმების მიღწევას დადებით შედეგად მიიჩნევს.

ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის პრემიერმა ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება თეირანთან მხოლოდ გაზრდის მის ბირთვულ ამბიციებს.

ბარაკ ობამას თქმით, თუ შეთანხმება შედგება, ეს სასარგებლო იქნება, როგორც შეერთებული შტატების, ასევე ისრაელის უსაფრთხოებისთვისაც.

ირანთან მოლაპარაკებები ჩიხში გასულ კვირას შევიდა, თუმცა ვაშინგტონი მოკავშირეებთან ერთად დიალოგის განახლებას 31 მარტამდე აპირებს. ამ ვადაში უნდა შეთანხმდნენ, როგორც ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე, ასევე მის წინააღმდეგ არსებული სანქციების გაუქმებაზეც.

ამავე თემაზე
დღის ამბები