17 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ხანძარი ბაზრობაზე - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მეორადი ტანსაცმლის საწყობში, სადაც ხანძარი გაჩნდა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შენობაში მოვაჭრეების ნაწილი შეუშვეს, თუმცა უშუალოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი გავრცელდა შესვლა აკრძალულია. დამწვარია 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.

"დაიწვა მხოლოდ ერთი საწყობი. რაოდენობისაა ზარალი ეს არ ვიცი. გაიხსნა ყველაფერი, გზაც და ყველაფერიც, ზარალი იმხელა არ არის, იმიტომ რომ ერთი საწყობი დაიწვა,"-ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულის" დირექტორის მოადგილე ალექსანდრე იაშვილი აცხადებს, რომ ზარალი სავარაუდოდ დიდ თანხას არ შეადგენს, რადგან დაზარალებული მხოლოდ ერთი მოვაჭრეა. 

"საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია, გადავრჩით,რომ ხანძარი არ გადმოვიდა და ხანძარი არის ლოკალიზებული. ერთი პიროვნებაა დაზარალებული, იმიტომ რომ ერთი ადამიანის საწყობი დაიწვა,"-განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ცეცხლს 17 სახანძრო ბრიგადა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში აქრობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები