17 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
"ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს" - მამუკა ხაზარაძე მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ანაკლიის პორტის პროექტს უკავშირებს

მამუკა ხაზარაძე მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ანაკლიის პორტის პროექტს უკავშირებს. "თიბისი" ბანკის დამფუძნებელმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი ბრძანებით დააგვირგვინა ის რეპუტაციის შემლახველი კამპანია, რომელიც მისი, ბადრი ჯაფარიძისა და "თიბისის" წინააღმდეგ დიდი ხანია გრძელდება.

რაც შეეხება დაწყებულ გამოძიებას ფულის შესაძლო გათეთრების შესახებ, ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ საკითხი ჯერ კიდევ 11 თვის წინ გავლენიანმა იურიდიულმა კომპანიამ შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

მამუკა ხაზარაძე უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს და "თიბისის" ინტერესების დაცვას სამართლებრივად გეგმავს.


ამავე თემაზე
დღის ამბები