ერთ დღეში ორჯერ ნაცემი ლადო ბედუკაძე, პოლიციაში სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან შენობა სათადარიგო კარიდან დატოვა. პოლიციაში შესვლამდე კი პატიმრების წამებისთვის გასამართლებული ციხის ყოფილი თანამშრომელი კიდევ ერთხელ შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია და მისი ცემა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუკვეთა.
პარტიის ლიდერებს ის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა და მათ წინააღმდეგ ისევ იმუქრებოდა. მუქარა იყო "რუსთავი 2"-ის მიმართაც. ბედუკაძე დარწმუნებულია, რომ მას ამ ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" გარდა სხვა მტერი არავინ ჰყავს.
"სხვა მტერი ამ ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" გარდა არ მყავს. სააკაშვილის სექტის წარმომადგენლები დღეს არიან მელია, გონებაჩლუნგი საზოგადოება, ვაშაძე და მსგავსი პერსონაჟები. სისულელე მოიგონეს საერთოდ. წამებული დედა, სამი წელია ჩივის, რას ჩივის. თენგიზ ნაზღაიძის დედა იცავს შვილის ინტერესებს და მე თქვენი ბინძური ტელევიზიის აზრი არ მაინტერესებს. მიმიფურთხებია თქვენი ტელევიზიისთვის. მომიკითხეთ გვარამია,"-განაცხადა ბედუკაძემ.