გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ, ძველი სამარხები, თიხის ჭურჭელი და სამაჯურია ნაპოვნი. გუშინ საღამოს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციხესთან სანიაღვრე მილი გასკდა და ნივთების ნახვა სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
მომხდარი შსს–შიც დაადასტურეს. ტერიტორიას გვიანობამდე იცავდა პოლიცია. სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილზე დღეს არქეოლოგებიც მივლენ და გამოკვლევას დაიწყებენ.