17 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
ხელშეკრულება "გაზპრომთან" - გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს 

"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას მოუწოდებს, არ გააფორმოს ახალი ხელშეკრულება "გაზპრომთან" ქვეყნისთვის პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ფინანსურად წამგებიანი პირობებით. ოპოზიცია მოლაპარაკების ღიად წარმართვას ითხოვს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთარ სირაძე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზეც საუბრობს. მისი თქმით, კახა კალაძემ დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ხელშეკრულების პირობების ცვლილების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 65 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

„დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ კონფიდენციალური ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აღმოჩნდა, რომ საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად ჰკარგავს 25 მილიონ ამერიკულ დოლარს, რაც არის 65 მილიონი ლარის ტოლი, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა ასაიდუმლოებდა ამ ხელშეკრულებას, რომელიც არის ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და ფინანსურად წამგებიანი. რომელიც აშკარად კორუფციული ხასიათის მატარებელია,“- განაცხადა სირაძემ.

დღის ამბები