17 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
გლდანის ციხეში პატიმარმა და ადვოკატმა ერთმანეთს სცემეს - გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გლდანის ციხეში პატიმარმა და ადვოკატმა ერთმანეთს სცემეს - გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე ეხება, საპყრობილეში 10 იანვარს მომხდარ ინციდენტს. ჩხუბი ვიდეო კამერებმაც დააფიქსირეს და კადრები სისხლის სამართლის საქმეში მთავრი მტკიცებულება იქნება.

პატიმრის მტკიცებით, ადვოკატმა მას ჯერ ჩანთა ჩაარტყა თავში, შემდეგ კი სხვა სახის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ადვოკატი გიორგი მდინარაძე, რომელსაც კლიენტი ცემაში ადანაშაულებს ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ პატიმარმა მას შეურაცხყოფა თავად მიაყენა და საპასუხოდ კი მხოლოდ საქაღალდე მოუქნია.

“მსჯავრდებული აგრესიული უბრალოდ სრულიად უმიზეზოდ იყო. ფიქრობს, რომ მის მიმართ დაცვის განხორციელების დროს მე არ ვიყავი მართალი მის მიმართ და მოკლედ, რომ ვთქვათ, ვასრულებდი პროკურატურის დავალებებს და არ ვიცავდი მის ინტერესებს, თუმცა ეს დადასტურდა, რომ ასე არ არის. იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, სიტყვიერიც იყო, რა თქმა უნდა, ამის ფაქტები არსებობს, მოწმეებიც, ვიდეოჩანაწერიც და ამ ყველაფერს დაადასტურებს გამოძიება. საქაღალდის მოქნევა ახლა როგორც მავანთ უნდა ისე, რომ დაზიანება და ტკივილი. ეგ იყო იმ მომენტში, როდესაც ის თავს მესხმოდა, მხოლოდ და მხოლოდ მოქნევა და არ იყო ეს დაზიანება და რამე ტკივილის განცდა, გამორიცხულია იქ იმიტომ, რომ არ ხდება ასე რეალურად. ფურცლების მოქნევა იყო მხოლოდ და მხოლოდ, იმ კონტექსტში, რომ თავის დაცვა იყო და მეტი არაფერი.“ - ამბობს ადვოკატი გიორგი მდინარაძე.

დღის ამბები