„სასამართლო ხელისუფლება დგას გახრწნის პირას,“ - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, შაბათის კურიერში გასულ რეპორტაჟს, სადაც კარგად ჩანდა რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები.
ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა ქონებით საგამოძიებო უწყებებს დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
„მე მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს, მართლაც გამდიდრდნენ თუ არა კონკრეტული მოსამართლეები უკანონოდ და გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, არის თუ არა სასამართლო სისტემაში კორუფცია და მოსამართლეები იყენებენ თუ არა თავის სტატუს, თანამდებობას სამსახურებრივ მდგომარეობას იმისთვის, რომ მოიპოვონ პირადი კეთილდღეობისთვის სხვადასხვა სიკეთეები,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.