მოსამართლეების არადეკლარირებული ქონება და ფეშენებელური სახლები - შაბათის კურიერში გასული რეპორტაჟის მიუხედავად, მმართველი გუნდი სასამართლო სისტემაში კორუფციულ ნიშნებს ვერ ხედავს.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პრობლემას რუსთავი2-ის მუშაობის სტილში ხედავს და აცხადებს, რომ არხი ცდილობს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის შესუსტებას.
„საუბარია ხშირ შემთხვევაში იმაზე, რომ ადამიანებს ჰქონდათ ქონება, ადამიანებს ადრე ჰქონდათ შემოსავალი და გააჩნიათ და არავის არაფერი დამალული არა აქვს. როდესაც ცალმხრივად ხდება ინფორმაციის მიწოდება, ეს საზოგადოებაში იწვევს ნდობის შესუსტებას და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტორი. მედია უნდა იყოს კრიტიკული, თუმცა, უნდა იყოს ობიექტური, რასაც, ხშირ შემთხვევაში, რუსთავი2-ის მხრიდან ვერ ვხედავთ. თუკი ადამიანი წლების განმავლობაშია მოსამართლე და აგროვებენ ისინი საკუთარ თანხას და ამითი ისინი რაღაც შენაძენს აკეთებენ, რა არის ამაში კანონსაწინააღმდეგო?“ - განაცხადა ანდრი ოხანაშვილმა.