კიევში ქურდობის ბრალდებით ქართველი ტურისტები დააკავეს. სულ დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი, რომლებიც უკრაინის დედაქალაქში ჰოსტელში ცხოვრობდნენ.
გავრცელებული ცნობით, მათ ერთ ღამეში 4 ადამიანი გაძარცვეს, მათ შორის, ორი უცხოელი და ერთი ტაქსის მძღოლი.
დაკავების დროს ეჭვმიტანილებმა ძალოვანებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
ოპერაციაში საპატრულო ეკიპაჟის 5 ჯგუფი მონაწილეობდა.
გამოძიების ცნობით, დაკავებულებიდან 3 სამი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ერთს კი თან ნარკოტიკული საშუალებები ჰქონდა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების მანქანიდან ნაქურდალი ნივთებიც ამოიღეს.