ხმაური კონსტიტუციის ქუჩაზე - აფხაზეთიდან დევნილებმა ყოფილი საავადმყოფოს შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა, პოლიციამ ამის უფლება მათ არ მისცა.
შეკრებილების თქმით, ისინი წლებია, მთავრობისგან ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ, თუმცა, უშედეგოდ.
აფხაზეთიდან დევნილების პროტესტს გამოეხმაურა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე.
"ზოგიერთი ადამიანი არის ისეთი, რომელზეც გაცემულია კომპენსაციები და სახლები მიცემულია, მაგრამ მათ შვილებს არა აქვთ მიღებული. თუ მოგვმართავენ ჩვენ და ჩვენი რაიონის მაცხოვრებლები იქნებიან, ჩვენი კომპეტენციის და კანონის ფარგლებში, აუცილებლად გავუწევთ მათ სათანადო დახმარებას, მაგრამ რომ შეიჭრნენ ადამიანები, ეს ყველაფერი კანონით ირღვევა,“ - განაცხადა ლადო გოგსაძემ.