17 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
"მერვე სიცოცხლე ბრილკასთვის" - ქართველი მწერლის წიგნი, რომელიც გერმანიაში საუკეთესო წასაკითხ წიგნებს შორის დასახელდა

ქართველი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი გერმანიაში თანამედროვე ლიტერატურის და თეატრის ვარსკვლავია. ის გერმანიაში ცხოვრობს და ევროპაში ძალიან ცნობილი მწერალია.

ნინო ხარატიშვილი დრამატურგი რეჟისორი და მწერალი 6 საუკეთესო გერმანელ მწერალს შორის გერმანული ლიტერატურული პრემიის 2018 წლის მოკლე სიაში მოხდა.

მან 2018 გაზაფხულზე ბრეხტის სახელობის ჯილდო მიიღო რომანისთვის მერვე სიცოცხლე ბრილკასთვის. წიგნი ქართულ ენაზე საქართველოშიც გამოვა. 

წიგნი გერმანიაში ძალიან პოპულარულია და მასში მე-20-ე საუკუნის საქართველოს ისტორიის შესახებ არის საუბარი.

რეჟისორმა წიგნის მიხედვით სპექტაკლიც დადგა და 5-საათიან წარმოდგენაში ჩაატია.

1274-გვერდიანი გერმანულენოვანი რომანი 2 წლის წინ, რეცენზიების მიხედვით, გერმანიაში საუკეთესო წასაკითხ წიგნებს შორის დასახელდა და წლის გამოცემად აღიარეს. ნინო ხარატიშვილი ამავე რომანის სცენური ადაპტაციის ქართულ პრემიერაზე ახლა აპლოდისმენტებს ქართველი მაყურებლისგან თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე იღებს.

როგორც გერმანიაში, საქართველოშიც 5-საათიან სპექტაკლზე მისულ მაყურებელს დარბაზი არ დაუტოვებია.

 

დღის ამბები